LIVE

რა გაძვირდა და გაიაფდა ყველაზე მეტად - TOP 10 პროდუქტი

04 ივლ 202212:05
3 წუთის საკითხავი
clock clock 911
რა გაძვირდა და გაიაფდა ყველაზე მეტად - TOP 10 პროდუქტი

ერთი წელია საქართველოში ორნიშნა ინფლაცია ფიქსირდება, რომელიც ეროვნული ბანკის მიზნობრივ, 3%-იან მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აჭარბებს. საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული მონაცემებით, ივნისში წლიურმა ინფლაციამ 12.8% შეადგინა. 

სამომხმარებლო ფასების ზრდის მთავარი მიზეზი კვლავ გაძვირებული სურსათია. ივნისში სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები წლიურად 21.8%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ სურსათის გაძვირება მოსახლეობაზე ორნიშნა ინფლაციიდან მომდინარე წნეხს მნიშვნელოვნად ზრდის, რამდენადაც ოჯახების ყოველთვიური ხარჯების უდიდესი წილი, 44% სწორედ სურსათზე მოდის.

საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის ივნისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ყველაზე მეტად შემდეგი 10 პროდუქტი გაძვირდა:

  • ქლიავი - ფასი გაიზარდა 120%-ით;
  • ყურძენი - 87%;
  • მწვანე ლობიო - 73%;
  • ატამი - 69%;
  • საზამთრო - 60%;
  • სიმინდის ფქვილი - 54%;
  • დიზელის საწვავი - 53%;
  • მარგარინი - 53%;
  • კარტოფილი - 47%;
  • პომიდორი - 46%.

ბოლო ერთ წელში ყველაზე მეტად შემდეგი 10 პროდუქტი გაიაფდა:

  • ქალის ქვედაკაბა - ფასი შემცირდა 21%-ით;
  • მამაკაცის შარვალი - 20%;
  • კომპიუტერი - 15%;
  • მამაკაცის ფეხსაცმელი - 11%;
  • ფოტოაპარატი - 10%;
  • სტაფილო - 10%;
  • ქალის შარვალი - 9%;
  • ლიმონი - 8%;
  • ქალის საზაფხულო კაბა - 8%;
  • ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები - 7%.