LIVE

მოსახლეობის ყოველთვიური ხარჯების 44% სურსათზე მოდის, 2% განათლებაზე - საქსტატი

25 მაი 202211:36
3 წუთის საკითხავი
clock clock 712
მოსახლეობის ყოველთვიური ხარჯების 44% სურსათზე მოდის, 2% განათლებაზე - საქსტატი

საქსტატის მონაცემებით, 2021 წელს საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა ერთ შინამეურნეობაზე 11.5%-ით გაიზარდა და 1 158.3 ლარი შეადგინა.

გასული წლის მონაცემებით, სამომხმარებლო ფულადი ხარჯების სტრუქტურაში კვლავ ყველაზე დიდი წილი სურსათზე, სასმელზე და თამბაქოზე გაწეულ ხარჯებს უჭირავს და 43.7%-ს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ ხარჯების სტრუქტურაში სურსათის მაღალი წილი მოსახლეობაზე ორნიშნა ინფლაციიდან მომდინარე წნეხს მნიშვნელოვნად ზრდის. მითუმეტეს იმ ფონზე, რომ სამომხმარებლო ფასების ზრდის ძირითადი კონტრიბუტორი სწორედ სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში გაზრდილი ფასებია. 

რაც შეეხება შემოსავლებს, 2021 წლის მონაცემებით, საშუალო თვიური შემოსავლების მოცულობა ერთ შინამეურნეობაზე 11%-ით გაიზარდა და 1 221.8 ლარი შეადგინა. შემოსავლების უდიდესი ნაწილი დაქირავებული შრომიდან მიღებულ შემოსავლებზე მოდის.