LIVE

Gucci-ს ყოფილი სათავო ოფისი ლონდონში $66,6 მილიონად იყიდება

01 ივლ 202211:29
3 წუთის საკითხავი
clock clock 721
Gucci-ს ყოფილი სათავო ოფისი ლონდონში $66,6 მილიონად იყიდება
Tom St. Aubyn Photography

Gucci-ს  ყოფილი სათავო ოფისი ლონდონში $66,6 მილიონად გაიყიდება. შედეგად, ის ხდება ყველაზე ძვირადღირებული უძრავი ქონება მაიფერის მეტროპოლიტენში.

სახლი, რომლის დაქირავება კვირაში 40000 ფუნტად არის შესაძლებელი, მოიცავს რვა საძინებელს, ბაღის ტერასას, აუზს, ორანჟერეასა და სოლარიუმს.

A marble-lined plunge pool forms parts of the health spa facilities in the lower basement levels.Photographer; Tom St. Aubyn Photography

ლონდონის საუკეთესო სახლებზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა პანდემიის შემდეგ როგორც გასაყიდად, ასევე გასაქირავებლად. სუსტი ფუნტი სულ უფრო იზიდავს უცხოელ მყიდველებს. მიმდინარე თვის დასაწყისში, Bloomberg News-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ შვეიცარიის ერთ-ერთმა უმდიდრესმა ადამიანმა, ერნესტო ბერტარელმა ლონდონის ბელგრავიაში მდებარე სახლი 92 მილიონ ფუნტად იყიდა.

Gucci-ს ყოფილი ქონება ბრიტანეთში დაახლოებით 19 საშუალო სახლის ზომაა და ისტორიულ ადგილად მიიჩნევა. შენობა შექმნილია ნეოკლასიკურ სტილში არქიტექტორ რობერტ ტეილორის მიერ. ის 1700-იან წლებში აშენდა და ლორდ ბროჰემის სახლი იყო ლონდონში. მან ლორდი კანცლერის როლში სწორედ ამ სასახლეში უმასპინძლა დედოფალ ვიქტორიას და ველინგტონის პირველ ჰერცოგს.

The property on Grafton Street which dates back to the 1700s.Photographer; Tom St. Aubyn Photography

უძრავი ქონების ან მოიჯარის მოძებნა შუამავლის როლში Beauchamp Estates-ში უძრავი ქონების მაღალი დონის კონსულტანტს დაევალა. მიწის რეესტრის მიხედვით, უძრავ ქონებაზე საკუთრება ოფშორული ტრასტის მეშვეობით ხორციელდება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: დეირდრე ჰიპველი