LIVE

ფინეთის პრეზიდენტი: თურქეთი ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანებას მხარს დაუჭერს

28 ივნ 202222:42
3 წუთის საკითხავი
clock clock 1029
ფინეთის პრეზიდენტი: თურქეთი ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანებას მხარს დაუჭერს

თურქეთი თანახმაა მხარი დაუჭიროს ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანებას. ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტემ განაცხადა. 

მისივე თქმით, თურქეთმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მადრიდში ნატოს სამიტზე შეხვედრის შემდეგ სამმა ქვეყანამ ხელი მოაწერა ერთობლივ მემორანდუმს.

თურქეთთან შეთანხმების მიღწევით ფინეთმა და შვედეთმა ნატოში გაწევრიანების პროცესში მთავარი დაბრკოლება გადალახეს, რადგან ახალ წევრებს ალიანსის ერთსულოვანი თანხმობა სჭირდებათ.

"მოხარული ვარ, რომ ფინეთის ნატოში გაწევრიანების გზაზე ეს ეტაპი გადავლახეთ. ახლა მოუთმენლად ველი ნაყოფიერ მოლაპარაკებებს ნატოში ფინეთის როლზე ჩვენს მომავალ მოკავშირეებთან", - განაცხადა ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტემ. 

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებდა, რომ დაბლოკავდა შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანებას ნატოში, თუ არ მიიღებდა დათმობებს. 

შვედეთი და მეზობელი ფინეთი არ შეუერთდნენ ნატოს ცივი ომის დროს, მაგრამ რუსეთის მიერ 2014 წლის ყირიმის ანექსიამ და ახლა უკრაინაში ფართომასშტაბიანმა შეჭრამ, ქვეყნები აიძულა, გადაეხედათ უსაფრთხოების პოლიტიკისთვის. შვედეთმა და ფინეთმა ალიანსში გაწევრიანების სურვილი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის მერე გამოხატეს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ფირატ კოზოკი, სელკან ჰაჩაოღლუ და ნატალია დროზდიაკი