LIVE

G-7-ის ქვეყნები რუსული ოქროს იმპორტის აკრძალვას გეგმავენ

26 ივნ 202214:14
3 წუთის საკითხავი
clock clock 862
G-7-ის ქვეყნები რუსული ოქროს იმპორტის აკრძალვას გეგმავენ

აშშ, დიდი ბრიტანეთი, იაპონია და კანადა რუსეთიდან ახალი ოქროს იმპორტის აკრძალვის გამოცხადებას G-7-ის სამიტზე გეგმავენ, რომელიც დღეს ტარდება.

ოქროს ვაჭრობაში ლონდონის ცენტრალური როლის გათვალისწინებით, მიღებულ ზომას გლობალური გავლენა ექნება, რაც პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის სახსრების მოზიდვის უნარზე სერიოზულ დარტყმას განახორციელებს.

რუსეთსა და ლონდონს შორის გადაზიდვები თითქმის ნულამდე დაეცა მას შემდეგ, რაც რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთმა სანქციები დააწესა. ლონდონის ბუილონის ბაზრის ასოციაციამ, რომელიც ბაზრისთვის სტანდარტებს ადგენს, მარტში აკრედიტებულთა სიიდან რუსული ოქროს გადამამუშავებელი კომპანიები ამოიღო.

სახაზინო დეპარტამენტი აშშ-ს აკრძალვას სამშაბათს გამოსცემს და პირველად შეეხება ოქროს, რომელიც რუსეთიდან მოდის. ასევე, აშშ-ს მოქალაქეებს უკვე აეკრძალათ ოქროსთან დაკავშირებული ტრანზაქციები რუსეთის ცენტრალურ ბანკთან.

სანქციების ფონზე, რუსული ოქროსთვის ევროპისა და აშშ-ს ბაზრები დიდწილად აქამდეც მიუწვდომელი იყო, მაგრამ ახალი ზომები სრულად გაწყვეტს კავშირს რუსეთსა და მსოფლიოს ორ უმთავრეს სავაჭრო ცენტრს, ლონდონსა და ნიუ-იორკს შორის.

მიუხედავად იმისა, რომ გადამამუშავებელ ქარხნებს თეორიულად მაინც შეეძლოთ რუსული ოქროს პირდაპირი შემოტანა, უმეტესობამ უარი თქვა ამის გაკეთებაზე. შვეიცარიის გადამამუშავებლების ასოციაციამ, რომელიც ინდუსტრიაში დომინანტია, უარყო, რომ მისმა წევრებმა რუსეთისგან ოქრო შეიძინეს. ეს მას შემდეგ, რაც სავაჭრო მონაცემები მიუთითებდა, რომ რუსული ბუილონი ქვეყანაში შევიდა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის განცხადებით, იმის გამო, რომ რუსეთის ელიტა სანქციების ფინანსური ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად ოქროს შეძენას ჩქარობს, აკრძალვა პირდაპირ დააზარალებს რუს ოლიგარქებს. განცხადებით მიხედვით, იმპორტის აკრძალვა, რომელიც მალე ამოქმედდება, ახლად მოპოვებულ ან დამუშავებულ ოქროს შეეხება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ემილი ეშტონი