LIVE

საქართველოში მშენებლობა წლიურად 12.8%-ით გაძვირდა - საქსტატი

22 ივნ 202211:59
3 წუთის საკითხავი
clock clock 741
საქართველოში მშენებლობა წლიურად 12.8%-ით გაძვირდა - საქსტატი

საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის I კვარტალში, საქართველოში მშენებლობა წლიურად 12.8%-ით გაძვირდა. მშენებლობის ღირებულების ინდექსის ზრდა, ძირითადად, გამოწვეული იყო სამშენებლო მასალებზე ფასების 13.6%-იანი მატებით. 

მიმდინარე წლის I კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით კი, მშენებლობის ღირებულების ინდექსი 2.3%-ით შემცირდა. საქსტატის ინფორმაციით, აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 15.3%-იანი კლებით.