LIVE

ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა

13 ივნ 202217:05
3 წუთის საკითხავი
clock clock 4776
ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ლარი აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 2.9687 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9622 ლარი იყო. შესაბამისად, აშშ დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.65 თეთრი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით გამყარდა. კერძოდ, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1076 ლარი გახდა. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1382 ლარი იყო. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 3.06 თეთრი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.