LIVE

IDS BORJOMI მთავრობას უსასყიდლოდ 7.73%-იან წილს გადასცემს - გარიგების დეტალები

13 ივნ 202215:16
3 წუთის საკითხავი
clock clock 924
IDS BORJOMI მთავრობას უსასყიდლოდ 7.73%-იან წილს გადასცემს - გარიგების დეტალები

IDS BORJOMI International-ის მაკონტროლებელი აქციონერი საქართველოს მთავრობას უსასყიდლოდ კომპანიის 7.73%-იან წილს გადასცემს.

გარიგების დეტალების შესახებ განცხადებას IDS BORJOMI International-ი ავრცელებს.

ირკვევა, რომ შეთანხმების შედეგად:

  •  მაკონტროლებელ აქციონერს აღარ ექნება IDS BORJOMI International-ის მაკონტროლებელი ფუნქცია;
  • IDS BORJOMI International-ის დირექტორთა საბჭოში მაკონტროლებელი აქციონერის წარმომადგენლობა 8-დან 2 წევრამდე შემცირდება;
  • IDS BORJOMI International-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი იქნება.

„IDS BORJOMI International-ის აქციონერები, მუდმივად ზრუნავდნენ კომპანიის წარმატებაზე, თითოეულ ქვეყანაში თუ ბაზარზე. ჩვენ, IDS BORJOMI, მადლობელი ვართ საქართველოს მთავრობის, ამ შეთანხმების მიღწევის მხარდაჭერის პროცესში. ამ რთულ ვითარებაში, ეს გადაწყვეტილება კომპანიას გრძელვადიანი განვითარების გაგრძელების საშუალებას აძლევს,“ - აცხადებს IDS BORJOMI International-ის დირექტორთა საბჭოს წევრი, ელხან ალნაზაროვი.

ცნობისთვის, "ბორჯომის“ აქციონერებთან მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შესახებ დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ პროცესი საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვით წარიმართა.

IDS BORJOMI International-მა, რომლის საკონტროლო პაკეტი სანქცირებული მიხაილ ფრიდმანის Alfa Group-მა 2013 წელს იყიდა, წარმოება 29 აპრილიდან შეაჩერა19 მაისს კი, მაკონტროლებელი კომპანიის მიერ საქართველოს მთავრობისთვის, აქციების ნაწილის უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე, ოფიციალური შეთავაზების წარდგენა დააანონსა.