LIVE

უმსხვილესი ინვესტორი კომპანიები - TOP 10

09 ივნ 202211:44
3 წუთის საკითხავი
clock clock 1051
უმსხვილესი ინვესტორი კომპანიები - TOP 10

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის პირველ კვარტალში საქართველოში 568 მლნ 200 ათასი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 435 მლნ 700 ათასი დოლარით აღემატება.

„ბიზნეს ფორმულამ“ აღნიშნულ პერიოდში წამყვანი ინვესტორი კომპანიების შესახებ ინფორმაცია საქსტატიდან გამოითხოვა.

კომპანიები სადაც განხორციელდა მსხვილი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2022 წლის პირველ კვარტალში შემდეგია (არაა დალაგებული რეიტინგის მიხედვით):

  • აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი
  • შპს მაგთიკომი
  • შპს თბილისი ენერჯი
  • სს ენერგო - პრო ჯორჯია შპს
  • ტავ ურბან საქართველო
  • სს კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური
  • შპს აკვალია საქართველო
  • სს Hualing international special economic zone
  • სს ბიჯეო ჯგუფი
  • სს მეტრო სითი თრეიდ ცენტრ ბათუმი 

ეს უკანასკნელი (მეტრო სითი) დაკავებული თურქი ბიზნესმენის, გალიფ ოზთურქის "მეტრო ჰოლდინგის" შემადგენლობაშია.

აღსანიშნავია, რომ ჩამონათვალში შპს აკვალია საქართველოს მოხვედრა GWP-ის მფლობელი კომპანიის საკონტროლო პაკეტის ესპანურ კომპანია Aqualia-ზე გაყიდვას უკავშირდება. გარიგების ღირებულებამ, რომლის შედეგადაც GWP-ის მფლობელი კომპანიის 80%-იანი წილის მფლობელი Aqualia გახდა, 180$ მილიონი შეადგინა.