LIVE

თურნავა: კმაყოფილი ვარ თანამდებობით, რაზეც პრეზიდენტმა წარმადგინა

06 ივნ 202212:17
3 წუთის საკითხავი
clock clock 693
თურნავა: კმაყოფილი ვარ თანამდებობით, რაზეც პრეზიდენტმა წარმადგინა

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, ნათია თურნავა აცხადებს, რომ „ძალიან კმაყოფილია“ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობით და არარელევანტურია კითხვები ეროვნული ბანკის პრეზიდენტად მის შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით.

„ამჟამად ძალიან კმაყოფილი ვარ იმ თანამდებობით, რაზეც საქართველოს პრეზიდენტმა წარმადგინა და მისი ნდობის მადლობელი ვარ. ვფიქრობ, ჩემი გამოცდილება და ეკონომიკური სექტორის დეტალური ცოდნა, საშუალებას მომცემს დადებითი წვლილი შევიტანო ეროვნული ბანკის საქმიანობაში.  

ეროვნულ ბანკს პროფესიონალი გუნდი და პრეზიდენტი ყავს, მათან თანამშრომლობით მოხარული ვიქნები“,- განუცხადა ნათია თურნავამ "ფორმულას" პარლამენტში, სადაც მისი კანდიდატურის საკომიტეტო მოსმენები იწყება. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს პარლამენტი პრეზიდენტის წარდგინებით, 7 წლის ვადით ირჩევს.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად ნათია თურნავა კანდიდატურა წარადგინა. აღსანიშნავია, რომ საბჭოს წევრობა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობის დაკავების აუცილებელი წინაპირობაა. იმ ფონზე, რომ კობა გვენეტაძეს უფლებამოსილების ვადა 2023 წლის მარტში ეწურება, გაჩნდა კითხვები, იქნება თუ არა ნათია თურნავა სებ-ის შემდეგი პრეზიდენტი. "ფორმულას" ინფორმაციითთურნავას სებ-ის პრეზიდენტის თანამდებობის დაკავება სურს და ამ მიზნით აქტიურად მართავს კონსულტაციებს.

შეგახსენებთ, ნათია თურნავამ ეკონომიკის მინისტრის თანამდებობა მიმდინარე წლის 9 თებერვალს დატოვა. ის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2019 წლის აპრილიდან ხელმძღვანელობდა.