LIVE

პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე ნათია თურნავა კანდიდატურა წარადგინა

24 მაი 202212:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1218
პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე ნათია თურნავა კანდიდატურა წარადგინა

საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, ნათია თურნავა კანდიდატურა წარადგინა. 

“პრეზიდენტის წარდგინებაა საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად ნათელა თურნავას კანდიდატურის წარდგენის შესახებ. წამყვანი კომიტეტი ამის განსახილველად იქნება საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი და სავალდებულო დასკვნა უნდა წარმოადგინოს აგრეთვე დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა",- განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ ბიუროს სხდომაზე.

შეგახსენებთ, ნათია თურნავამ ეკონომიკის მინისტრის თანამდებობა მიმდინარე წლის 9 თებერვალს დატოვა. ის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2019 წლის აპრილიდან ხელმძღვანელობდა.

ცნობისთვის, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს პარლამენტი პრეზიდენტის წარდგინებით, 7 წლის ვადით ირჩევს. საბჭო ეროვნული ბანკის უმაღლესი ორგანოა, რომელიც 9 წევრისაგან შედგება.

აღსანიშნავია, რომ საბჭოს წევრობა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობის დაკავების აუცილებელი წინაპირობაა. კერძოდ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს საბჭოს წევრთაგან ეროვნული ბანკის საბჭოს წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.

კობა გვენეტაძეს, რომელიც სებ-ის პრეზიდენტის თანამდებობას 2016 წლის მარტიდან იკავებს, უფლებამოსილების ვადა 2023 წლის მარტში ეწურება.