LIVE

Bloomberg-ზე $1-ის ღირებულება 3 ლარს გასცდა

31 მაი 202211:41
3 წუთის საკითხავი
clock clock 5585
Bloomberg-ზე $1-ის ღირებულება 3 ლარს გასცდა

Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ლარი გაუფასურდა და 1 აშშ დოლარი 3.0505 ლარად ივაჭრება. 

ვაჭრობა ₾2.9792-ზე გაიხსნა, შესაბამისად ლარი ვაჭრობის დაწყების შემდეგ 7 თეთრით გაუფასურდა.

კომერციულ ბანკებში 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.10 ლარს აღწევს. 

საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით კი, 9 თეთრიანი გაუფასურების შემდეგ, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.9546 ლარს შეადგენს.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ გუშინ განაცხადა, რომ ლარის გაუფასურება სავალუტო ბაზრის დამახასიათებელი რყევაა.