LIVE

ლარი დოლართან 9 თეთრით, ევროსთან კი 11 თეთრით გაუფასურდა

30 მაი 202217:05
3 წუთის საკითხავი
clock clock 791
ლარი დოლართან 9 თეთრით, ევროსთან კი 11 თეთრით გაუფასურდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ლარი აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 2.9546 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8657 ლარი იყო. შესაბამისად, აშშ დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 8.89 თეთრი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებითაც გაუფასურდა. კერძოდ, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1833 ლარი გახდა. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0689 ლარი იყო. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 11.44 თეთრი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა. 

აღსანიშნავია, რომ გასულ კვრაში ეროვნულმა ბანკმა აუქციონის მეშვეობით 10 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა, რაც 2019 წლის შემდეგ, სებ-ის მიერ აუქციონზე დოლარის ყიდვის პირველი შემთხვევა იყო. „თიბისი კაპიტალის“ ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული ბანკი დოლარს აპრილშიც ყიდულობდა.