LIVE

გვენეტაძე ლარის გაუფასურებაზე: ეს სავალუტო ბაზრის დამახასიათებელი რყევაა

30 მაი 202220:38
3 წუთის საკითხავი
clock clock 968
გვენეტაძე ლარის გაუფასურებაზე: ეს სავალუტო ბაზრის დამახასიათებელი რყევაა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე აცხადებს, რომ დღეს დოლართან მიმართებით ლარის 9 თეთრიანი გაუფასურება სავალუტო ბაზრის დამახასიათებელი რყევაა.

მისი თქმით, ლარის გაუფასურების მიუხედავად, მოქალაქეებმა არ უნდა შეიძინონ უცხოური ვალუტა, თუ ამის საჭიროება არ აქვთ.

როგორც წესი, ცენტრალური ბანკები არ აკეთებენ კომენტარს და შეუძლებელია ვიცოდეთ, თუ რამ მოახდინა გავლენა მოკლევადიან ცვლილებაზე ნებისმიერი ვალუტის კურსის. განსაკუთრებით, როდესაც გვაქვს მცურავი კურსი. ამავე დროს, მოკლე პერიოდში გაუფასურებას წინ უძღოდა ასევე ძალიან დიდი გამყარება. გარდა ამისა, როდესაც გამყარებაზე ან გაუფასურებაზე ვსაუბრობთ, უნდა შევხედოთ არა მარტო ერთი დღის ან კვირის ჭრილში, არამედ როგორც მინიმუმ ერთი კვარტლის განმავლობაში. ეს სავალუტო ბაზრის დამახასიათებელი რყევაა, ადრეც მომხდარა ასეთი რყევები. რაც შეეხება პროგნოზებს, ცენტრალური ბანკები მცურავი კურსის შემთხვევაში პროგნოზებს არ აკეთებენ“,- აღნიშნა სებ-ის პრეზიდენტმა.