LIVE

საქართველოს მთავრობა სანქცირებული პირებისგან „ბორჯომის“ აქციების ნაწილის მიღებაზე თანახმაა

27 მაი 202221:03
3 წუთის საკითხავი
clock clock 1066
საქართველოს მთავრობა სანქცირებული პირებისგან „ბორჯომის“ აქციების ნაწილის მიღებაზე თანახმაა

საქართველოს მთავრობა „ბორჯომის“ აქციების ნაწილის მესაკუთრე გახდება. ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, სახელმწიფო საკუთრებაში აიღებს „ბორჯომის“ აქციების ნაწილს, რის შემდეგაც კომპანია სანქცირებული პირების კონტროლის ქვეშ აღარ იქნება.

პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა აღნიშნა, რომ პროცესის იურიდიული ნაწილი დასრულებული არაა და სახელმწიფოს მიერ „ბორჯომის“ აქციების ნაწილის ფლობა დროებით არ იქნება.   

„სანქციებისთვის გვერდის ავლაზე საუბარი არ არის. ამის შესახებ ინფორმაცია ყველა საერთაშორისო პარტნიორს მივაწოდეთ. საუბარია იმაზე, რომ სახელმწიფომ საკუთრებაში აიღოს ბორჯომის აქციების ნაწილი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ კომპანია სანქცირებული პირების კონტროლის ქვეშ აღას იყოს, თუმცა აქ ძალიან ბევრი იურიდიული ნიუანსია. თითოეულ მათგანს იმ მარეგულირებლებთან, გავდიოდით, რომლებმაც სანქციები შემოიღეს. ეს ეხება ევროპელ და ბრიტანელ მარეგულირებლებს, ეროვნულ ბანკთან ერთად. რა თქმა უნდა, ამას ძალიან ბევრი იურიდიული პროცესის შესწავლა დასჭირდა და ჯერ კიდევ არ დაგვისრულებია. უახლოეს ხანებში მთავრობა შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს, თუმცა კონკრეტული არის ის, რომ საკუთრებაში ავიღებთ და ეს არ იქნება დროებითი, „ბორჯომის“ აქციების ნაწილს სანქცირებული პირებისგან, იმისთვის რომ კონტროლის კუთხით კითხვა აღარ იყოს და კომპანიამ შეძლოს სრულფასოვანი ფუნქციონირება“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

შეგახსენებთ, IDS BORJOMI International-მა მისი მაკონტროლებელი კომპანიის მიერ საქართველოს მთავრობისთვის, აქციების ნაწილის უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე, ოფიციალური შეთავაზების წარდგენა დააანონსა.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე სამინისტროებს დაავალა „ბორჯომის“ შეთავაზებაზე აქტიურად იმუშაონ, რათა შესაბამისი პროცედურები მოკლე ვადებში დასრულდეს.

მინერალური წყლების მწარმოებელმა კომპანია „IDS ბორჯომმა“ 29 აპრილიდან წარმოება დროებით შეაჩერა. კომპანიამ გადაწყვეტილების მიზეზად ომის გამო პროდუქციის რეალიზაციის გართულება და ასევე, საბანკო ანგარიშებზე შეზღუდული წვდომა დაასახელა.

„IDS ბორჯომის“ საკონტროლო პაკეტი Alfa Group-მა 2013 წელს იყიდა. Alfa Group-ის დამფუძნებელი სანქცირებული რუსი მილიარდერი მიხაილ ფრიდმანია