LIVE

ცუკერბერგის მეტავერსი მომდევნო წლებში მნიშვნელოვან თანხას დაკარგავს

26 მაი 202218:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 752
ცუკერბერგის მეტავერსი მომდევნო წლებში მნიშვნელოვან თანხას დაკარგავს

ცუკერბერგი აცხადებს, რომ მისი კომპანიის მეტავერსულ ამბიციებში დიდი ინვესტიციის ჩადებას აპირებს, რაც ნიშნავს, რომ მომდევნო 3-5 წელში პროექტზე "მნიშვნელოვან" თანხას დაკარგავს.

Meta Platforms-ის დირექტორის თქმით, მეტავერსი, იმერსიული ციფრული სამყარო, საბოლოოდ ფულს ეკონომიკიდან გამოიმუშავებს, სადაც ადამიანები ვირტუალური საქონლისა და სერვისის გაყიდვით ბიზნესს ქმნიან.

"ჩვენ გვსურს, რომ აპარატული უზრუნველყოფა იყოს მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ყველასთვის და დავრწმუნდეთ, რომ ციფრული ეკონომიკა იზრდება“,- განაცხადა ცუკერბერგმა.

ამავდროულად, ცუკერბერგის განცხადებით, კომპანია ასევე ფსონს დებს Reels-ის მოკლე ფორმის ვიდეო სერვისებში ინვესტიციიდან შემოსავლების ზრდაზე.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სარა ფრაიერი