LIVE

ღარიბაშვილი: საქართველო ძალიან სანდო და ლოიალური პარტნიორია ევროკავშირისთვის

25 მაი 202212:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 522
ღარიბაშვილი: საქართველო ძალიან სანდო და ლოიალური პარტნიორია ევროკავშირისთვის

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველო ევროკავშირისთვის სანდო და ლოიალური პარტნიორია. ამის შესახებ ღარიბაშვილმა დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელზე ისაუბრა. მისი თქმით, ხელისუფლება მაქსიმუმს გააკეთებს, რომ ქვეყანა ევროკავშირს დაუახლოვდეს.   

„ეს არის ჩვენი ერის არჩევანი და მხოლოდ მთავრობას არ ეკუთვნის. ვიტყოდი, რომ ეს ქართველი ხალხის მიერ გაკეთებული ცივილიზაციური არჩევანია.

ძალიან ლოიალური და ერთგული პარტნიორობა ვაჩვენეთ ევროკავშირს, რადგან საერთო ფასეულობები და პრინციპები გვაერთიანებს. მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ ევროკავშირს დავუახლოვდეთ და ჩვენს საბოლოო მიზანთან ახლოს აღმოვჩნდეთ, რაც ევროკავშირის სრულფასოვან წევრობას გულისხმობს“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას ალტერნატივა არ აქვს.

ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილი დავოსში იმყოფება, სადაც ყოველწლიურ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში იღებს მონაწილეობას.