საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 50 მლნ. აშშ დოლარი გაიტანა.
როგორც ეროვნულ ბანკში აცხადებენ, აუქციონზე გაიყიდა 39 570 000 აშშ დოლარი. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა კი 3.3947 შეადგინა.
აღნიშნული მიმდინარე წელს სავალუტო ბაზარზე ეროვნული ბანკის პირველი ინტერვენცია.
ცნობისთვის, საქართველოს ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურება უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დაიწყო. ამ დროისთვის Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ერთი დოლარი 3.4050 ლარად ივაჭრება.
გასულ წელს სებ-მა, 9 სავალუტო აუქციონის შედეგად, ბაზარს 332.9 მლნ აშშ დოლარი მიაწოდა.