დღეს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 60 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.1186 შეადგინა.
ცნობისთვის, აღნიშნული მიმდინარე წელს სავალუტო ბაზარზე ეროვნული ბანკის მეცხრე ინტერვენციაა. სებ-მა ბაზარს ჯამში 332.9 მლნ აშშ დოლარი მიაწოდა. 2020 წელს ეროვნულმა ბანკმა 26 სავალუტო აუქციონზე, საერთო ჯამში, 873.222 მლნ აშშ დოლარი გაყიდა.