LIVE

რუსეთი ფინეთში გაზის მიწოდებას შეწყვეტს

20 მაი 202216:46
3 წუთის საკითხავი
clock clock 820
რუსეთი ფინეთში გაზის მიწოდებას შეწყვეტს

ფინეთი ხდება მესამე ევროპული ქვეყანა, რომელსაც რუსული გაზის მიწოდება შეუწყდება მას შემდეგ, რაც უარი თქვა გაზის საფასურის რუბლში გადახდაზე.

ქვეყნებს შორის ურთიერთობა განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ფინეთმა და შვედეთმა სამხედრო ალიანსში გაწევრიანების სურვილი გამოთქვეს.

Gasum Oil-ის თანახმად, მთავარი მიწოდება შეჩერდება 21 მაისს. ანალოგიური საბაბით პოლონეთსა და ბულგარეთში მიწოდება უკვე შეწყვეტილია.

რუსული გაზის წილი სავარაუდოდ შეზღუდულ გავლენას მოახდენს სკანდინავიური ქვეყნის ეკონომიკაზე. ის ქვეყნის მთლიანი ენერგიის მხოლოდ 5%-ს შეადგენს და ძირითადად ქარხნები იყენებენ. თუმცა, მიწოდების შემცირება, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაზრდის საწვავის ფასს.

Gasum-ი მომხმარებლებზე ბუნებრივი გაზის მიწოდებას სხვა წყაროებიდან Balticconnector-ის მილსადენით უზრუნველყოფს.

გაზის მიწოდების შეჩერება ხდება მას შემდეგ, რაც რუსეთმა ფინეთისთვის ელექტროენერგიის მიწოდება შეწყვიტა. ეს დაემთხვა გადაწყვეტილებას შვედეთთან ერთად ნატოს თავდაცვის ალიანსში შესვლის შესახებ.

ევროპის ქვეყნებში აზრი გაყოფილია იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა გაუმკლავდნენ მოსკოვის მოთხოვნას, გაზის საფასურის რუბლში გადახდის თაობაზე, მარტის ბოლოდან. Gazprom-ის კლიენტების დაახლოებით ნახევარმა დააკმაყოფილა მოთხოვნა და გახსნა რუბლის ანგარიშები.

იმავდროულად, მიწოდება გრძელდება ფინეთში ესტონეთიდან Balticconnector-ის მილსადენის გავლით, მაგრამ მისი სიმძლავრე შეიძლება არ იყოს საკმარისი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. 

რამდენიმე კომპანია უკვე გადავიდა სხვა საწვავზე ან უზრუნველყო ალტერნატიული მიწოდება. მომავალი ზამთრისთვის ფინეთის მთავრობა შეთანხმდა ესტონეთთან ერთად LNG ტერმინალის დაქირავებაზე.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ქეით პოანპალო