LIVE

McDonald’s რუსეთში 850 რესტორანს ყიდის და ბაზარს საბოლოოდ ტოვებს

16 მაი 202214:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 1227
McDonald’s რუსეთში 850 რესტორანს ყიდის და ბაზარს საბოლოოდ ტოვებს
AFP/Getty Images

McDonald's აცხადებს, რომ რუსეთში ბიზნესს ყიდის და ბაზრიდან საბოლოოდ გადის. რესტორნების ცნობილი ქსელი ქვეყანაში 850 რესტორანს ფლობს და 62,000 ადამიანი ჰყავს დასაქმებული. 

სწრაფი კვების გიგანტი ომით გამოწვეულ ჰუმანიტარულ კრიზისზე მიუთითებს და აცხადებს, რომ რუსეთში ბიზნესის შენარჩუნება "აღარ არის მდგრადი და არც McDonald’s-ის ღირებულებებს შეესაბამება".

რუსეთიდან გასვლის გამო, McDonald’s-ის ზარალი სავარაუდოდ, $1,2-დან $1,4 მილიარდამდე იქნება.

კომპანიამ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ რუსეთში რესტორნების მუშაობა დროებით შეაჩერა, მაგრამ თანამშრომლებისთვის ხელფასების გადახდა განაგრძო. დღევანდელი განცხადების მიხედვით, კომპანია ეძებს რუს მყიდველს, რომელიც თანამშრომლებს დაიქირავებს და გაყიდვის პროცესის დასრულებამდე ანაზღაურებას გადაუხდის. 

კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, კრის კემპჩინსკის თქმით, McDonald's-ის თანამშრომლებისა და ასობით რუსი მომწოდებლის "თავდადებისა და ერთგულების" გამო, კომპანიისთვის ბაზრის დატოვების შესახებ გადაწყვეტილების მიღება რთული იყო. 

"თუმცა, გვაქვს ვალდებულება გლობალური საზოგადოების წინაშე და მტკიცედ უნდა დავიცვათ ჩვენი ღირებულებები", - ნათქვამია კემპჩინსკის განცხადებაში. 

McDonald's-ის განცხადებით, ის რუსეთში ყიდის რესტორნებს, გაქრება მისი სიმბოლო, კომპანიის სახელწოდება და სხვა ნიშნები. მისივე განცხადებით, რუსეთში შეინარჩუნებს თავის სავაჭრო ნიშნებს. 

McDonald's საბჭოთა კავშირში პირველი ამერიკული სწრაფი კვების რესტორანი იყო. მისი პირველი რესტორანი მოსკოვში 1990 წელს, ბერლინის კედლის დაცემის შემდეგ გაიხსნა. ის შეერთებულ შტატებსა და საბჭოთა კავშირს შორის ცივი ომის პერიოდის დაძაბულობის განმუხტვის ძლიერი სიმბოლო გახდა. 

უკრაინაში ომის დაწყების გამო, რუსეთის ბაზარი სრულად ან ნაწილობრივ ასობით დასავლურმა კომპანიამ დატოვა

McDonald's-ის რესტორნები დაკეტილია უკრაინაშიც, თუმცა თანამშრომლები ხელფასებს სრულად იღებენ. 

McDonald's 100-ზე მეტ ქვეყანაში 39000-ზე მეტი ობიექტი აქვს. უმეტესობა ფრენჩაიზების საკუთრებაშია. McDonald's რესტორნების დაახლოებით 5% ფლობს. 

McDonald's-ის განაცხადებით, რუსეთიდან გასვლა არ იმოქმედებს მის გეგმებზე. ის მიმდინარე წელს 1300 ახალი ობიექტის გახსნას გეგმავს, რაც მის შემოსავლებს დაახლოებით 1,5%-ით გაზრდის. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატი