LIVE

Saudi Aramco-მ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მოგება დააფიქსირა

15 მაი 202213:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 531
Saudi Aramco-მ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მოგება დააფიქსირა

Saudi Aramco-მ რეკორდული პირველადი საჯარო შეთავაზების შემდეგ საფონდო ბირჟაზე ყველაზე მაღალი მოგება დააფიქსირა. ეს მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო ნავთობის ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა.

Aramco, რომელმაც გასულ კვირას Apple-ს გადაუსწრო, როგორც ყველაზე ღირებულ კომპანიას, სხვა მსხვილი ნავთობკომპანიების, Shell-ის და BP-ის მაგალითს გაჰყვა. მათ მსგავსად, საუდის არაბეთის ფირმის შედეგები ნედლი ნავთობის ფასის $110-მდე ნახტომმა გააუმჯობესა.

სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადმა Aramco-მ $39,5 მილიარდის წმინდა შემოსავალი მიიღო, რაც მნიშვნელოვან ზრდას წარმოადგენს წინა წლის $21.7 მილიარდთან შედარებით. კომპანიამ კვარტალური დივიდენდი უცვლელად, $18,8 მილიარდზე შეინარჩუნა.

კომპანიამ არამხოლოდ ნავთობის ფასის 45%-იანი ზრდით ისარგებლა, სამეფომ ასევე გაზარდა წარმოება OPEC+-ის სხვა წევრებთან ერთად. კომპანიის წარმოებამ იანვარი-მარტის პერიოდში დღეში საშუალოდ 10.2 მილიონი ბარელი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 20%-ით მეტია.

კომპანიის აქციების 2021 წლის ბოლოდან 25%-ით გაიზარდა. კომპანიის ღირებულება ამჟამად $2.38 ტრილიონია.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: პოლ უოლასი