LIVE

მილიარდერი Blue Origin-ის $8 მილიონად შეძენილ ბილეთს მასწავლებელს აჩუქებს

10 მაი 202220:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 902
მილიარდერი Blue Origin-ის $8 მილიონად შეძენილ ბილეთს მასწავლებელს აჩუქებს
Christopher Dilts/Bloomberg

Blue Origin-ის კოსმოსური ხომალდის New Shepard-ის ადგილი აუქციონზე გუშინ ღამით $8 მილიონად გაიყიდა. ის ჰეჯ-ფონდ Citadel-ის მილიარდერმა დამფუძნებელმა კენ გრიფინმა შეიძინა. თანხა საქველმოქმედო ფონდს Robin Hood Foundation-ს გადაერიცხება. 

კრისტის აუქციონის განცხადებით, გრიფინი კოსმოსში გასამგზავრებელ ადგილს გადასცემს ნიუ-იორკის სკოლის მასწავლებელს, რომელსაც სწორედ Robin Hood Foundation შეარჩევს. მასთან ერთად, კოსმოსში კიდევ ერთი მასწავლებელი გაფრინდება, თუმცა ჯერჯერობით არც ის არის შერჩეული. 

ნიუ-იორკში Javits Center-ში გამართულ აუქციონს გუშინ Blue Origin-ისა და Amazon.com-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი ესწრებოდა. აუქციონის შედეგად, ჯამში Robin Hood Foundation-სთვის $126 მილიონი შეგროვდა. აქედან $10 მილიონი Bezos Family Foundation-იდან გადაირიცხება. 

ფრენა მომავალი წლის პირველ ნახევარში იგეგმება. Blue Origin-ის პირველი ფრენა 2021 წლის ივლისში შედგა. მაშინ აუქციონზე ერთი ადგილი $28 მილიონად გაიყიდა. შემოსული თანხა Club for the Future-ს გადაეცა. მოგვიანებით ადგილის მფლობელმა, მოუცლელობის გამო, კოსმოსში გამგზავრება გადადო და მისი ადგილი ჰოლანდიელი ფინანსისტის 18 წლის შვილმა დაიკავა

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ამანდა გორდონი