
ჰოლანდიელმა მუშებმა რუსული დიზელით დატვირთული ტანკერის გადმოტვირთვაზე უარი განაცხადეს, რადგან ევროპული სახელმწიფოები რუსული ენერგიის ექსპორტის დაჯარიმებასთან ახლოს არიან.
Bloomberg-ის მონაცემების მიხედვით, აპრილის ბოლოს რუსეთის პრიმორსკის პორტში Sunny Liger-მა დაახლოებით 60 000 ტონა დიზელი აიღო.
ჰოლანდიური მუშათა კავშირის FNV-ის ნავსადგურის განყოფილების FNV Havens-ის დირექტორის, ნიეკ სტამის მიხედვით, სანამ როტერდამიდან და ამსტერდამიდან გამოაბრუნებდნენ, ტანკერს შვედეთის პორტში შესვლაზეც უარი უთხრეს. მისი თქმით, გემი ამსტერდამის პორტის მახლობლად არის გაჩერებული და უცნობია რამდენ ხანს დარჩება იქ.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატია