რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 17%-დან 14%-მდე შეამცირა და გადაწყვეტილებას იმით ხსნის, რომ "ფასებისა და ფინანსური სტაბილურობის რისკები აღარ იმატებს".
"რუსეთის ბანკის დირექტორთა საბჭომ გადაწყვიტა რეფინანსირების განაკვეთი 300 საბაზისო პუნქტით, 14%-მდე შეემცირებინა. რუსეთის ეკონომიკისთვის გარე გარემო კვლავ გამოწვევად რჩება და მნიშვნელოვნად ზღუდავს ეკონომიკურ აქტივობას. რამდენადაც ფასებისა და ფინანსური სტაბილურობის რისკები აღარ იმატებს, პირობები ძირითადი განაკვეთის შემცირების საშუალებას იძლევა", - ნათქვამია განცხადებაში.
მარეგულირებელი აღნიშნავს, რომ "თუ სიტუაცია საბაზისო პროგნოზის შესაბამისად განვითარდება, რუსეთის ბანკი 2022 წელს რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას განიხილავს".
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთის ბანკის დღევანდელი გადაწყვეტილება, შეღავათიანი დაკრედიტების მიმდინარე სამთავრობო პროგრამებთან ერთად, ხელს შეუწყობს ეკონომიკაში საკრედიტო რესურსების ხელმისაწვდომობას და შეზღუდავს ეკონომიკური აქტივობის შემცირების მასშტაბებს.
ბანკის მიერ განაკვეთის 3 პროცენტული პუნქტით შემცირება მოულოდნელი იყო სპეციალისტებისთვის. Bloomberg-ის გამოკითხვის თანახმად, ეკონომისტები განაკვეთის 15%-მდე შემცირებას ელოდნენ.
ბანკის მიხედვით, რეფინანსირების განაკვეთი მიმდინარე წელს საშუალოდ 12,5-14%-ის ფარგლებში, 2023 წელს - 9-11%-ის, ხოლო 2024 წელს - 6-8%-ის ფარგლებში იქნება. მარეგულირებლის მიერ მიმდინარე წლის თებერვლის პროგნოზით, 2022 წლის საშუალო განაკვეთად 9-11% დიაპაზონი იყო განსაზღვრული, 2023 წელს ის 7,5-9%-მდე, 2024 წელს კი 5-6%-მდე უნდა შემცირებული.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატია