LIVE

ევროზონაში ინფლაცია რეკორდულ დონეს აღწევს

29 აპრ 202219:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 724
ევროზონაში ინფლაცია რეკორდულ დონეს აღწევს
eremy Suyker/Bloomberg

ევროზონის ინფლაცია ყველა დროის მაქსიმუმს აღწევს, რაც ზრდის ზეწოლას ევროპის ცენტრალურ ბანკზე (ECB), რათა მოხსნას კრიზისის პერიოდის სტიმულირების ზომები და გაზარდოს საპროცენტო განაკვეთები.

ევროპის სტატისტიკური სამსახურის წინასწარი შეფასებით, აპრილში ევროზონის წლიური ინფლაცია 7,5% იყო. 

ენერგია ფასების ზრდის მთავარ კონტრიბუტორად რჩება და კვლავ ყურადღების ცენტრში მოექცა მიმდინარე კვირაში, როდესაც რუსეთმა შეწყვიტა ბუნებრივი აირის მიწოდება პოლონეთსა და ბულგარეთში და დაემუქრა იგივე ნაბიჯით ევროკავშირის სხვა წევრებს, თუ არ გადაიხდიან გაზის საფასურს რუბლებში.

ECB-ის ოფიციალური პირები სულ უფრო მეტად არიან შეშფოთებულნი, რომ ინფლაციის მაჩვენებელი მიზნობრივ 2%-ზე ზემოთ გახანგრძლივებულად შენარჩუნდება.

Bank of America-ს ვარაუდით, ECB-ი სავარაუდოდ გაზრდის განაკვეთებს მეოთხედი პროცენტული პუნქტით ოთხჯერ 2022 წელს ივლისიდან და კიდევ ორჯერ მომავალ წელს.

8-9 ივნისის შეხვედრის დღის წესრიგში ECB-ი ჩინოვნიკებისთვის კრიტიკულ გადაწყვეტილებებს ემატება უკიდურესი გაურკვევლობა მომავლის შესახებ, რადგან უკრაინის ომი ძირს უთხრის ნდობას და აჩენს ენერგიის დეფიციტის შიშს.

მიწოდების ჯაჭვების კრიზისი ასევე იზრდება ჩინეთის ლოქდაუნის  გამო, რაც აიძულებს კომპანიებს, როგორიცაა BMW და Bosch-ი, დახურონ ქარხნები. ევროზონის 19 ქვეყნის ეკონომიკა პირველ კვარტალში 0.2%-ით გაიზარდა და მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ანალიტიკოსი კვლავ ამბობს, რომ რეცესია თავიდან აცილებულია, ისინი ხედავენ ზრდის შენელებას - ინფლაციასთან ერთად - 2022 წლის მეორე ნახევარში.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯანა რენდოუ