LIVE

გერმანიაში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა იაფდება

28 აპრ 202221:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 1371
გერმანიაში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა იაფდება

გერმანია საზოგადოებრივი ტრანსპორტის ტარიფს თვეში 9 ევრომდე ამცირებს. მიზანი ენერგორესურსების მზარდი ფასებისა და საწვავის მოხმარების შემცირებაა, რადგან რუსეთი ენერგეტიკის იარაღად გამოყენებას ცდილობს.

შემცირებული ტარიფი მოქმედი იქნება ადგილობრივი და რეგიონული სატრანსპორტო სისტემებისთვის, ავტობუსებისა და მატარებლების ჩათვლით.

გერმანია, რომელიც ძლიერ არის დამოკიდებული რუსულ ნავთობსა და გაზზე, იძულებულია შეამციროს ენერგიის მოხმარება. მოსკოვმა შეწყვიტა გაზის მიწოდება პოლონეთსა და ბულგარეთში.

ეკონომიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა განაცხადა, რომ გერმანიამ უკვე შეამცირა დამოკიდებულება რუსულ ნავთობზე, რათა სრული ემბარგო “მართვადი” ყოფილიყო, რამაც პოტენციურად საფუძველი ჩაუყარა კონტინენტის მასშტაბით რუსული ნავთობის აკრძალვას.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კრის რაიტერი