LIVE

სანქცირებული ვაგიტ ალეკპეროვი Lukoil-ის დირექტორის თანამდებობიდან გადადგა

21 აპრ 202219:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 862
სანქცირებული ვაგიტ ალეკპეროვი Lukoil-ის დირექტორის თანამდებობიდან გადადგა

რუსეთის მეორე უმსხვილესმა ნავთობმწარმოებელმა Lukoil-მა განაცხადა, რომ აღმასრულებელი დირექტორი ვაგიტ ალეკპეროვი თანამდებობას დატოვებს. ნაბიჯი რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ქვეყნის ენერგეტიკულ ინდუსტრიაზე მზარდი ზეწოლის უკანასკნელი ნიშანია.

71 წლის ალეკპეროვი რუსი აღმასრულებელი დირექტორების გრძელ სიას უერთდება, რომლებმაც დასავლეთის სანქციების შემდეგ თანამდებობა დატოვეს. ქვეყნის უმსხვილესი ნავთობქიმიური მწარმოებლის Sibur Holding-ის, ინტერნეტკომპანია Yandex-ისა და ელექტრონული კომერციის ფირმა Ozon Group-ის დირექტორები ბოლო თვეების განმავლობაში გადადგნენ.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია