LIVE

კომპანიები საქართველოდან, რომლებიც ომის დაწყების შემდეგ რუსეთში ყველაზე მეტს ყიდიან - სია

21 აპრ 202222:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 2874
კომპანიები საქართველოდან, რომლებიც ომის დაწყების შემდეგ რუსეთში ყველაზე მეტს ყიდიან - სია

ოკუპანტი რუსეთი საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად რჩება. საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში $109.8 მილიონით რუსეთი საქართველოს რიგით მე-3 საექსპორტო პარტნიორია და წლიურ ჭრილში ექსპორტი 2.8%-ით გაიზარდა. სწორედ რუსეთზე მოდის საქართველოს მთლიანი ექსპორტის 9.4%.

„ბიზნეს ფორმულა" დაინტერესდა, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, მიმდინარე წლის მარტში, საქართველოში მოქმედი რომელი კომპანიები იყვნენ ძირითადი ექსპორტიორები რუსეთის ბაზარზე.

საქსტატიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, TOP-20 უმსხვილესი ექსპორტიორის ჩამონათვალი ასეთია (არაა დალაგებული რეიტინგის მიხედვით):

  • შპს ასკანელი ძმები
  • შპს კახური ტრადიციული მეღვინეობა
  • შპს აპტოს
  • აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი"
  • შპს ტიფლისსკი ვინნი პოგრებ
  • შპს დუგლაძეების ღვინის კომპანია
  • შპს ქართული ღვინის სახლი
  • სს ლომისი
  • სს ბადაგონი
  • სს კოტეხი-გურჯაანის ღვინის ქარხანა
  • შპს კახური
  • შპს "ღვინის კომპანია შუმი"
  • შპს გრუზვინპრომი
  • შპს მანგო 2016
  • შპს Bolero & Company
  • შპს გეო ორგანიკს
  • შპს ატლანტიკ საქართველო
  • შპს ნამი
  • შპს არომა ფრაგრანცეს (Aroma Fragrances)
  • შპს ლაზეთი ტობაკო

საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-მარტში აღნიშნული კომპანიების ჯამურმა ექსპორტმა რუსეთში $46.4 მილიონს გადააჭარბა (მთლიანი ექსპორტის 42.2%), ხოლო, მხოლოდ მარტში $12.4 მილიონი შეადგინა.

რაც შეეხება დეტალურ ინფორმაციას თითოეული კომპანიის მიერ განხორციელებული ექსპორტის მოცულობისა და ღირებულების შესახებ, საქსტატში აცხადებენ, რომ მონაცემები კონფიდენციალურია.