LIVE

CDDC-მა რუსეთის პოტენციური დეფოლტი გამოაცხადა

20 აპრ 202222:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 679
CDDC-მა რუსეთის პოტენციური დეფოლტი გამოაცხადა

რუსეთის გადახდა დოლარის ორი ობლიგაციისთვის დერვატების პანელის მიერ დეფოლტად გამოცხადდა. ეს ნიშნავს, რომ ვალზე სადაზღვევო კონტრაქტის მფლობელებს გადახდა მალე მოუწევთ.

Credit Derivatives Determinations Committee-მა (CDDC) დღეს განაცხადა, რომ დოლარის ბონდებზე “გადახდის პოტენციური წარუმატებლობის” შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც რუსეთმა ობლიგაციებისთვის რუბლში გადახდა განახორციელა. ეს მას შემდეგ, რაც უცხოურმა ბანკებმა დოლარში გადახდა არ მიიღეს. ჯგუფი, რომელიც Goldman Sachs-ს, Barclays-სა და JPMorgan Chase-ს აერთიანებს, აცხადებს, რომ პოტენციური გადახდის შეუსრულებლობა 4 აპრილს მოხდა.

ქვეყანას ჯერ კიდევ შეუძლია დეფოლტის თავიდან არიდება თუ ობლიგაციების მფლობელებს 30-დღიანი საშეღავათო პერიოდის ფარგლებში დოლარში გადაუხდის.

თუმცა, ამ ეტაპისთვის რუსეთი საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში საგარეო ვალი პირველი დეფოლტის ზღვარზეა.

სანქციებმა იმოქმედა რუსულ კომპანიებზეც. ევროპულმა ვალის სააგენტომ რუსეთის რკინიგზის მიერ გამოშვებული ობლიგაციები დეფოლტირებულად გამოაცხადა.

აღსანიშნავია, რომ ოფიციალურ სუვერენულ დეფოლტს ტრადიციულად სარეიტინგო ფირმები აცხადებენ, თუმცა ევროკავშირის სანქციების ფარგლებში ისინი რუსეთზე აღარ მუშაობენ.

თუმცა, S&P Global Ratings-მა ქვეყნის დატოვებამდე მისი რეიტინგი "შერჩევით დეფოლტამდე" შეამცირა. Moody’s Investors Service-მა ასევე განაცხადა, რომ დოლარის ობლიგაციებზე რუბლში გადახდები დეფოლტად იქნებოდა აღქმული, თუ სიტუაცია საშეღავათო პერიოდში არ მოგვარდებოდა.

პარალელურად, რუსეთის ფინანსთა მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანა ფინანსურ ვალდებულებებს ასრულებს. ის გადახდების დაბლოკვას აშშ-სა და სხვა ქვეყნებს აბრალებს და სამართლებრივი ქმედებებით იმუქრება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ლაურე ბენიტეზი