LIVE

რუსეთი დეფოლტის იძულების შემთხვევაში ჩივილით იმუქრება

11 აპრ 202215:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 901
რუსეთი დეფოლტის იძულების შემთხვევაში ჩივილით იმუქრება

რუსეთის ფინანსთა მინისტრი ანტონ სილუანოვი აცხადებს, რომ თუ დასავლეთი შეეცდება რუსეთის იძულებას მის სუვერენულ ვალთან დაკავშირებით დეფოლტი გამოაცხადოს, ქვეყანა სამართლებრივ ზომებს მიიღებს. მოსკოვი დასავლეთთან ფინანსურ ბრძოლაში ტონს ამკაცრებს.

"რა თქმა უნდა ვიჩივლებთ. ჩვენ ყველა საჭირო ნაბიჯი გადავდგით, რათა ინვესტორებს გადახდები მიეღოთ", - განაცხადა სილუანოვმა.

მას არ დაუკონკრეტებია რა სამართლებრივ გზებს შეუძლია მიმართოს რუსეთმა.

ქვეყანა საუკუნის განმავლობაში მისი პირველი საგარეო სუვერენული დეფოლტის წინაშე დგას. ეს მას შემდეგ, რაც გასულ კვირას დოლარში დენომინირებულ ბონდებზე გადახდები რუბლში განახორციელა, მიუხედავად იმისა, რომ გადახდა აშშ დოლარში უნდა მომხდარიყო.

გასულ კვირას სილუანოვმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთი ყველაფერს გააკეთებს კრედიტორების დასაკმაყოფილებლად.

"რუსეთი კეთილსინდისიერად ცდილობდა გარე კრედიტორებისთვის გადახდას. მიუხედავად ამისა, დასავლეთის ქვეყნების მიზანმიმართული პოლიტიკაა ხელოვნურად შექმნან დეფოლტი ყველა საშუალებით", - განაცხადა სილუანოვმა ორშაბათს.

მინისტრის თქმით, რუსეთის საგარეო ვალდებულებები მთლიანი სახელმწიფო ვალის დაახლოებით 20%-ს შეადგენს, რომელიც ამჟამად დაახლოებით $261,7 მილიარდია.

1917 წლის რევოლუციის შემდეგ რუსეთს საგარეო ვალზე დეფოლტი არ გამოუცხადებია, თუმცა ქვეყნის ობლიგაციები უკრაინაში შეჭრის შემდეგ დასავლეთის ქვეყნებთან მისი ეკონომიკურ დაპირისპირების ნაწილი გახდა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია