
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გერმანულ Bild am Sonntag-ს განუცხადა, რომ ევროკავშირი სანქციების შემდეგ რაუნდში რუსეთის Sberbank-ს განიხილავს.
"ჩვენ ვაგრძელებთ საბანკო სექტორზე დაკვირვებას, განსაკუთრებით Sberbank-ზე, რომელიც რუსეთის საბანკო სექტორის 37%-ს შეადგენს",- განაცხადა ფონ დერ ლაიენმა, როდესაც სანქციების მეექვსე პაკეტის პოტენციურ ელემენტებზე ჰკითხეს.
კომისია ასევე მუშაობს ზომებზე, რომლებიც შეიძლება შეიცავდეს შეზღუდვებს რუსული ნავთობისა და საქონლის იმპორტზე.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატია