LIVE

მასკის შეთავაზება Twitter-სთვის მიმზიდველი არ ჩანს

17 აპრ 202215:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 1370
მასკის შეთავაზება Twitter-სთვის მიმზიდველი არ ჩანს

მიმდინარე კვირაში მილიარდერმა ელონ მასკმა Twitter-ის $43 მილიარდად შეძენის სურვილი გამოთქვა. მან კომპანიის მენეჯმენტი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ საკომუნიკაციო პლატფორმის "არაჩვეულებრივი პოტენციალის" გამოყენება შეუძლია.

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის თქმით, ის თითოეულ წილში ნაღდი ფულით $54.20-ს გადაიხდის, რაც 38%-ით მეტია 1 აპრილის ფასთან შედარებით, როდესაც მასკმა კომპანიის 9.2% შეიძინა, რის შემდეგაც ის კომპანიის უმსხვილეს ინდივიდუალურ ინვესტორად იქცა.

გუშინ ნიუ-იორკში ვაჭრობისას სოციალური მედიის პლატფორმის წილების ფასი მცირედით შეიცვალა და $45.81 გახდა, რაც მასკის მიერ წილის შეძენით გამოწვეულ სკეპტიციზმს უკავშირდება.

დაახლოებით 3%-ით შემცირდა Tesla-ს წილი, რადგან ინვესტორები ვარაუდობენ, რომ Twitter-ის წილის შეძენის შემდეგ, მასკის ყურადღება გაიფანტება.

Twitter აცხადებს, რომ კომპანია მილიარდერის წინადადებას განიხილავს და მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც Twitter-ის ყველა მხარისთვის მისაღები იქნება.

მიმდინარე კვირაში შეკრებილმა საბჭომ შესყიდვის შეთავაზება არასასურველად მიიჩნია. მასკი ამბობს, რომ არ არის დარწმუნებული, რომ წარმატებას მიაღწევს და აღნიშნა, რომ თუ საბჭო მის შემოთავაზებაზე უარს იტყვის, მას გეგმა B აქვს, თუმცა ამის შესახებ დეტალურად არ უსაუბრია. 

მილიარდერის გამოსვლასა და ბორდის შეკრების შესახებ Twitter-მა განცხადების გაკეთებაზე უარი თქვა. 

საკუთარი წილის გამოცხადების შემდეგ, მასკმა თანამოაზრეებს დაუყოვნებლივ გაუზიარა სამომავლო ნაბიჯები, რომელთა შორისაა Twitter-ის სან-ფრანცისკოს შტაბ-ბინის უსახლკაროების თავშესაფრად გადაქცევ, ტვიტებზე რედაქტირების ღილაკის დამატებია, პრემიუმ მომხმარებლებისთვის ავტომატური ვერიფიკაციის ნიშნების მინიჭება და სხვა

Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსის მიხედვით, $260 მილიარდით მასკი პლანეტის უმდიდრესი ადამიანია, თუმცა რამდენად შეძლებს ის $43 მილიარდის ნაღდი ფულით გადახდას, ჯერჯერობით უცნობია.  

Mirabaud Equity Research-ის TMT კვლევის ხელმძღვანელის მიხედვით, ამ შეთავაზების გამო, მასკს მოუწევს Tesla-ს მნიშვნელოვანი წილის გაყიდვა ან სესხის აღება. 

მიმდინარე კვირაში TED-ის კონფერენციაზე მასკმა ასევე აღნიშნა, რომ თუ Twitter მის წინადადებას მიიღებს, ის შეეცდება შეინარჩუნოს იმდენი აქციონერი, რამდენის საშუალებასაც კანონი იძლევა. 

მასკი აცხადებს, რომ Twitter-თან მიმართებით, მისი ძირითადი სურვილია სიტყვის თავისუფლება. კომპანიის საბჭოსადმი მიწერილ წერილში ის წერს, რომ სჯერა, Twitter ვერ განვითარდება და ვერ მოემსახურება (სიტყვის თავისუფლების) საზოგადოებრივ იმპერატივს დღეს არსებული ფორმით. მილიარდერი მიიჩნევს, რომ Twitter კერძო კომპანიად უნდა გარდაიქმნას.  

„თუ გარიგება წარმატებული არ აღმოჩნდება, იმის გათვალისწინებით, რომ მე არ მაქვს მენეჯმენტში თავდაჯერებულობა და არ ვარ დარწმუნებული, რომ შევძლებ საჯარო ბაზარზე აუცილებელ ცვლილებას, მე უნდა გადავხედო ჩემი, როგორც აქციონერის პოზიციას“, - თქვა მასკმა.

ანალიტიკოსების მოსაზრებით, წილზე $54,20-ის შეთავაზება აქციონერებისთვის და გამგეობისთვის „ძალიან დაბალი თანხაა“, რადგან გასულ წელს კომპანიის აქციებმა $70-ს მიაღწია. 

Twitter-ის აქციონერმა საუდის არაბეთის პრინცმა ალვალიდ ბინ ტალალმა თქვა, რომ უარს ამბობს მასკის შეთავაზებაზე, რადგან ის შორსაა Twitter-ის "არსებითი ღირებულებისგან მისი ზრდის პერსპექტივის გათვალისწინებით". 

ფასის შეთავაზების საკითხში მასკმა მრჩევლად Morgan Stanley დაიქირავა. შეთავაზების ფასი მოიცავს რიცხვს 420, რომელიც აღიარებულია როგორც მარიხუანას კოდი. ჯერ კიდევ 2018 წლის აგვისტოში ილონ მასკმა Tesla-ში წილის საყიდლად $420 დაასახელა, რასაც აშშ-ის ფასიანი ქაღალდების და ბირჟის კომისიის მხრიდან მისი შემოწმება მოჰყვა. 

"მე ჩავდე ინვესტიცია Twitter-ში, რადგან მჯერა მისი პოტენციალის, რომ იყოს სიტყვის თავისუფლების პლატფორმა მთელს მსოფლიოში და მჯერა, რომ დემოკრატიის არსებობისთვის თავისუფალი სიტყვა სოციალური იმპერატივია.

თუმცა, მას შემდეგ, რაც ინვესტიცია განვახორციელე, მივხვდი, რომ კომპანია არსებული ფორმით ვერც განვითარდება და ვერც ამ საზოგადოებრივ იმპერატივს მოემსახურება. Twitter უნდა გარდაიქმნას კერძო კომპანიად. 

შედეგად, ჩემი შემოთავაზებაა შევიძინო Twitter-ის 100% თითო აქციაზე - $54,20-ად ნაღდი ფულზე, რაც 54%-ით მეტია იმ ფასთან შედარებით, რაც ჩემ მიერ Twitter-ში ინვესტიციის ჩადებამდე ერთი დღით ადრე ჰქონდა და 38%-ით მეტია, რაც ჩემ მიერ ინვესტიციის შესახებ გაცხადებამდე ერთი დღით ადრე ჰქონდა.

ჩემი წინადადება არის საუკეთესო და საბოლოო შეთავაზება და თუ ის არ მიიღება, მე მომიწევს გადავხედო ჩემს, როგორც აქციონერის პოზიციას.

Twitter-ს არაჩვეულებრივი პოტენციალი აქვს. მე მას გამოვავლენ", ნათქვამია მასკის მიერ კომპანიის საბჭოსადმი მიწერილ წერილში. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ჯაილზ ტერნერი და მაქსველ ადლერი