LIVE

მასკმა Twitter-ის 9.2%-იანი წილი იყიდა

04 აპრ 202214:52
3 წუთის საკითხავი
clock clock 725
მასკმა Twitter-ის 9.2%-იანი წილი იყიდა

Bloomberg News-ის ცნობით, მარეგულირებელი დოკუმენტის მიხედვით, ილონ მასკი Twitter-ის 9,2%-იან პასიურ წილს ფლობს. წილის ღირებულება პარასკევის დახურვის ფასით $2.89 მილიარდია.

პრემარკეტულ ვაჭრობაში Twitter-ის აქციების ფასი დაახლოებით 26%-ით გაიზარდა და აქციაზე $49 შეადგინა.

მასკი Twitter-ის ხშირი მომხმარებელია და პლატფორმაზე 80 მილიონზე მეტი მიმდევარი ჰყავს. თუმცა, მისმა ზოგიერთმა ტვიტმა ბოლო წლების განმავლობაში Tesla-ს ხელმძღვანელს პრობლემები შეუქმნა.

50 წლის მასკმა გასულ თვეში Twitter-ის მიმდევრებს ჰკითხა, იცავს თუ არა კომპანია სიტყვის თავისუფლების პრინციპებს. მას შემდეგ, რაც გამოკითხულთა 70%-მა უპასუხა, რომ არა, მასკმა იკითხა არსებობს თუ არა ახალი პლატფორმის საჭიროება და დასძინა, რომ საკუთარი სოციალური ქსელის შექმნაზე სერიოზულად ფიქრობს.

Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი ამჟამად ცდილობს დატოვოს 2018 წლის შეთანხმება SEC-თან, რომელიც Tesla-სთან დაკავშირებით მასკის ტვიტებს ლიმიტს უწესებს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: გაილს ტერნერი