LIVE

მასკს Twitter-ის $43 მილიარდად ყიდვა სურს

14 აპრ 202215:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 584
მასკს Twitter-ის $43 მილიარდად ყიდვა სურს

ილონ მასკმა Twitter-ის შესყიდვის "საბოლოო და საუკეთესო" შეთავაზება გააკეთა. მისი თქმით, კომპანიას ექსტრაორდინარული პოტენციალი აქვს, რომელსაც ის გამოიყენებს.

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი თითო აქციაზე ნაღდი ფულით $54.20-ს გადაიხდის, რაც $43 მილიარდიან საერთო ღირებულებას შეადგენს.

მასკმა შეთავაზების შესახებ მარეგულირებლის დოკუმენტში განაცხადა. ინფორმაციის გავრცელების შემდეგ სოციალური მედიის კომპანიის აქციების ფასი 18%-ით გაიზარდა.

მილიარდერი, რომელიც Tesla-ს აკონტროლებს, ამ ეტაპზე Twitter-ის უმსხვილესი აქციონერია 9%-იანი წილით. Twitter-მა მას ბორდის წევრობაც შესტავაზა, რაზეც მან უარი განაცხადა, სავარაუდოდ, აქციების მომავალ შესყიდვაზე ლიმიტის გამო, რომელიც ამ შემთხვევაში დაუწესდებოდა.

მასკი Twitter-ზე ხშირად საჯაროდ განიხილავს ცვლილებებს, რომელსაც კომპანიაში გეგმავს. მათ შორისაა სოციალური მედიის კომპანიის სან-ფრანცისკოს სათავო ოფისის უსახლკაროთა თავშესაფრად გადაკეთება და ტვიტებისთვის რედაქტირების ფუნქციის დამატება. მასკის ინიციატივას კომპანიის სათავო ოფისის თავშესაფრად გადაკეთების შესახებ Twitter-ზე ჯეფ ბეზოსიც გამოეხმაურა.