LIVE

სააფთიაქო ქსელებში თურქეთიდან შემოსული მედიკამენტების დეფიციტია

14 აპრ 202216:21
3 წუთის საკითხავი
clock clock 1133

თურქეთიდან შემოტანილი იაფი მედიკამენტები დეფიციტშია. მომწოდებლები ჭარბი მოთხოვნის დაკმაყოფილებას ვერ ახერხებენ. სააფთიაქო ქსელების წარმომადგენლების განცხადებით, აქტიურად მუშაობენ, რომ მომხმარებლებს შესაძლებლობა მიეცეთ, დაბალ ფასად შეიძინონ თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები. 

„გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილება თურქულ მხარეს უჭირს. გარკვეულ მედიკამენტებზე რომ დეფიციტი იქმნება ეს არის მოკლევადიანი პრობლემა და ვმუშაობთ იმაზე, რომ დეფიციტია სწრაფად შეივსოს",- აცხადებს "ფარმადეპოს" ქსელის ხელმძღვანელი, ქეთი კოზმანაშვილი "ბიზნეს ფორმულასთან" საუბრისას. 

ამასთან, სააფთიაქო ქსელების ნაწილმა მიიღო გადაწყვეტილება, ჭარბი მოთხოვნის გამო მომხმარებლებზე მხოლოდ ერთი თვის სამყოფი დოზა გასცეს.

თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების შეძენა ოთხ დიდ სააფთიაქო ქსელშია შესაძლებელი.