LIVE

თურქეთიდან შემოტანილი იაფი მედიკამენტები 4 სააფთიაქო ქსელში იყიდება - სია

28 მარ 202216:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 2310
თურქეთიდან შემოტანილი იაფი მედიკამენტები 4 სააფთიაქო ქსელში იყიდება - სია

თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების შეძენა ოთხ დიდ სააფთიაქო ქსელშია შესაძლებელი. კერძოდ, იაფი მედიკამენტები „ფარმადეპოს“, „ავერსის“, „PSP“-სა და „იმპექსის“ ქსელშია ხელმისაწვდომი. ერთი მედიკამენტი - „ქსარელტო“ არის ხელმისაწვდომი „GPC”-სა და „ფარმსახლის“ მთელ ქსელში.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთიდან, ამ ეტაპზე, 50-მდე დასახელების მედიკამენტია იმპორტირებული, ხოლო პრეპარატებისა და მიმწოდებელი ფარმაცევტული დაწესებულებების სია მუდმივ რეჟიმში იზრდება.

სამინისტროს ინფორმაციით, თურქული ფარმაცევტული ბაზრის გახსნის შედეგად, პრეპარატების ფასი, საშუალოდ, 60-80%-ით შემცირდა.

თურქეთიდან იმპორტირებული პრეპარატების ჩამონათვალი მოწოდებულია ფარმაცევტული სექტორის მიერ და განახლდება კომპანიებისგან მიღებული ინფორმაციის შესაბამისად. 

მედიკამენტები ჩამონათვალი და აფთიაქების მისამართები, სადაც მათი შეძენაა შესაძლებელი, დეტალურად იხილეთ ბმულზე: https://www.moh.gov.ge/uploads/files/2022/28.03.22.pdf