LIVE

Toyota-მ Volkswagen-ს ყველაზე გაყიდვადი მანქანების მწარმოებლის ტიტული ჩამოართვა

29 იან 202108:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 247
Toyota-მ Volkswagen-ს ყველაზე გაყიდვადი მანქანების მწარმოებლის ტიტული ჩამოართვა
Dhiraj Singh/Bloomberg

2020 წლის გაყიდვებით, Toyota Motor-მა Volkswagen-ს გაუსწრო და მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი ავტომობილების მწარმოებელი გახდა. იაპონური ჯგუფი მოწინავე პროზიციაზე 5 წლის შემდეგ ბრუნდება. 

Toyota-მ ერთი წლის განმავლობაში 9.53 მილიონი ერთეული მანქანა გაყიდა. ეს ციფრი Toyota-ს შვილობილი კომპანიების, Daihatsu-ს და Hino-ს მონაცემებსაც მოიცავს. VW–ის წლიური გაყიდვები კი 9.31 მილიონ ერთეულს შეადგენს.

2020 წელი მანქანების მწარმოებლებისთვისაც მძიმე წელი იყო. მიუხედავად იმისა, რომ წლის ბოლოს მანქანებზე მოთხოვნა მცირედით გაიზარდა, გაზაფხულზე ქარხნების და შოუ-რუმების დახურვა საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ 2019 წელთან შედარებით, გაყიდვები 14%-ით შემცირებულიყო. 

ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ 2021 წელს კვლავ VW-ი დაწინაურდება, თუმცა Toyota-ს წინსვლის ტენდენცია, შესაძლოა, გრძელვადიან პერსპექტივაში გაგრძელდეს. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: რივერ დევისი და ცუიოში ინაჯიმა