LIVE

ევროკავშირი ოლეგ დერიპასკას და სხვა რუსი მაგნატების სანქცირებას განიხილავს

06 აპრ 202215:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 502
ევროკავშირი ოლეგ დერიპასკას და სხვა რუსი მაგნატების სანქცირებას განიხილავს

ევროკავშირი ოლეგ დერიპასკას სანქცირების საკითხს დღეს განიხილავს. რუსი ალუმინის მაგნატი, სხვა საკვანძო ბიზნეს ფიგურებთან ერთად, ბლოკის სანქციების მომდევნო რაუნდის სავარაუდო სამიზნეა.

დერიპასკა, რომელიც აშშ-ში 2018 წლიდან სანქცირებულია, სამრეწველო კონგლომერატს ფლობს, რომელიც რუსეთის არმიისთვის სამხედრო აღჭურვილობის მთავარი მიმწოდებელს მოიცავს.

საიდ კერიმოვი, რომელიც რუსეთის უმსხვილეს ოქროს მწარმოებელ Polyus-ს აკონტროლებს, ასევე განიხილება სანქციებისთვის. ის უკვე სანქცირებული მილიარდერის, სულეიმან კერიმოვის შვილია, თუმცა სამრეწველო ფირმა ამ დრომდე სანქციებს გადაურჩა, რადგან საიდ კერიმოვის მფლობელობაში გადავიდა. სანქციების კიდევ ერთი მოსალოდნელი სამიზნეა ჰერმან გრეფი, Sberbank-ის აღმასრულებელი დირექტორი და პუტინის მრჩეველი, რომელიც აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მიერ უკვე სანქცირებულია.

შეთავაზებული სია, რომელიც ევროპის მთავრობებისგან ჯერ კიდევ ელოდება დადასტურებას, მოიცავს პუტინის შვილებსაც, ასევე უკვე სანქცირებული რუსების მეუღლეებსა და ყოფილ მეუღლეებს.

პუტინის შვილების სანქცირება დიდწილად სიმბოლური სვლაა, რადგან ცნობილი არ არის ფლობენ თუ არა ისინი მნიშვნელოვან აქტივებს რუსეთის გარეთ.

სია ევროკავშირის მეხუთე სანქციების პაკეტის ნაწილია, რომელსაც ბლოკის ელჩები დღეს განიხილავენ. ის ასევე მოიცავს რუსული ნახშირის აკრძალვას, ასევე რუსული სატვირთოებისა და გემების ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლას. სანქციები აშშ-სთან და დიდ ბრიტანეთთან კოორდინირებულად იგეგმება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ალბერტი ნარდელი