
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ ევროკავშირის ლიდერებს მოუწოდა გამართონ საგანგებო სამიტი ბუჩაში განვითარებული მოვლენების განსახილველად. მისი თქმით, ბლოკმა რუსეთთან ყოველგვარი სავაჭრო ურთიერთობა უნდა შეწყვიტოს და ასევე გაყინოს რუსული აქტივები დასავლურ ბანკებში, მათ შორის რუსი ოლიგარქებისაც.
მორავიეცკიმ Facebook პოსტში ასევე აღნიშნა, რომ უკრაინამ მეტი იარაღი უნდა მიიღოს თავის დასაცავად.
"კმარა ყალბი ჟესტები და თავიდან აცილების ტაქტიკა, კმარა!",- განაცხადა მან.
მორავიცკიმ ასევე ხაზი გასუვა, რომ გერმანია მთვარი ბარიერია რუსეთის წინააღმდეგ უფრო მკაცრი საქნციების გზაზე. მან ასევე დასძინა, რომ სანქციებს უნგრეთი არ ბლოკავს.
მისი კომენტარი მას შემდეგ გავრცელდა, რაც პრემიერ მინისტრმა ვიქტორ ორბანმა კვირას გამართულ არჩევნებში გაიმარჯვა. ორბანმა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ არასაკმარისად მკაცრი პოზიციის გამო კრიტიკა დაიმსახურა.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატია