LIVE

ბექა ფერაძე: 110 კოვიდ-კლინიკა შევამოწმეთ და 86 მათგანში დარღვევები გამოვავლინეთ

28 მარ 202217:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 1134

შრომის ინსპექციამ 2021 წელს 110 კოვიდ-კლინიკა შეამოწმა და 86 მათგანში დარღვევები აღმოაჩინა. ამის შესახებ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, დარღვევა პერსონალის ანაზღაურებას უკავშირდება.

„110 კოვიდ-კლინიკა შევამოწმეთ და 86 მათგანში დარღვევები გამოვავლინეთ. კოვიდის მიმართულებით მთავრობის დადგენილების თანახმად განსაზღვრული იყო შესაბამისი ტარიფები, თუ როგორ უნდა მომხდარიყო ექიმებისთვის, ექთნებისა და შესაბამისი მედპერსონალისთვის ანაზღაურება საათობრივ ჭრილში. ამ მხრივ დარღვევა 86 კლინიკაში იქნა გამოვლენილი. ინსპექტირება 2022 წელსაც განხორციელდა და ფაქტობრივად მათ ნახევარში პრობლემა კვლავ რჩება“,- განაცხადა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა.

ბექა ფერაძის განმარტებით, თუ წინა ეტაპზე შრომის ინსპექციამ პანდემიიდან გამომდინარე, დისკრეციული უფლებამოსილება გამოიყენა და კლინიკები მხოლოდ გააფრთხილა, წელს დეპარტამენტი საჯარიმო სანქციაზე გადავიდა.