LIVE

ღარიბაშვილი: 60-80%-ით არის მედიკამენტებზე ფასები შემცირებული

07 მარ 202211:17
3 წუთის საკითხავი
clock clock 1532

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, თურქეთიდან მედიკამენტების იმპორტი დაიწყო, რამაც მედიკამენტები 60%-80%-ით გააიაფა. 

"თურქეთიდან წამლის იმპორტი დაიწყო და უკვე იყიდება რამდენიმე აფთიაქებში. დღეს უკვე ყველაზე მოთხოვნადი წამლები რაც არის, მაგალითად გულსისხლძარღვთა დაავადების წამლები, ფასი თუ იყო 220 ლარი, დღეს მისი ღირებულება არის 48 ლარი. ანუ მედიკამენტის ფასები 60%-დან 80%-მდე არის შემცირებული, როგორც მინიმუმ განახევრებულია ფასები, რაც ძალიან გვიხარია. თავიდანვე ვთქვით, რომ ჩვენი მთავარი მოთხოვნა იქნებოდა ხარისხი და ეს ხარისხი არის მიღწეული. რა თქმა უნდა, ყველა ის წამალი, რომელიც შემოვიდა თურქეთიდან, იქნება  და არის „ჯი-ემ-პის“ სტანდარტის. ჯანდაცვის მინისტრი დღესაც მიემგზავრება თურქეთში, თავის კოლეგას შეხვდება და მეტ სარგებელსაც ჩამოიტანს",- განაცხადა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ღარიბაშვილმა.