Renault-ი შეაჩერებს სამრეწველო ოპერაციებს მოსკოვის ქარხანაში და განიხილავს მის მომავალს ქვეყანაში, რომელიც ავტომწარმოებლის სიდიდით მეორე ბაზარია.
განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საფრანგეთის პარლამენტში მიმართვისას მოუწოდა კომპანიებს, შეაჩერონ ბიზნესის რუსეთში ოპერირება. უკრაინის ლიდერი აპელირებდა “თავისუფლების, თანასწორობის, ძმობის” იდეებზე და ითხოვდა მეტ დახმარებას კრემლის აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლველად.
22 მარტს ცნობილი გახდა, რომ ფრანგულმა ავტომწარმოებელმა Renault-მა მოსკოვის ქარხანაში წარმოება განაახლა. კომპანიამ მოსკოვში მუშაობა 21 თებერვალს შეაჩერა და ეს გადაწყვეტილება მაშინ „არსებული ლოგისტიკური მარშრუტების იძულებითი ცვლილებით“ ახსნა.
როგორც Reuters-ი წერს, ის ფლობს საკონტროლო წილს ავტომწარმოებელ AvtoVAZ-ში (დაახლოებით 40000 თანამშრომელი), ხოლო მოსკოვის ქარხანაში Renault აწყობს Duster-ს, Arkana-ს და Kaptur-ს ქროსოვერებს, ასევე Nissan Terrano SUV-ს რუსეთისთვის.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატია