LIVE

რუსული ავტომწარმოებელი Avtovaz-ი ნაწილების დეფიციტის გამო წარმოებას აჩერებს

21 მარ 202218:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 919
რუსული ავტომწარმოებელი Avtovaz-ი ნაწილების დეფიციტის გამო წარმოებას აჩერებს

ელექტრო ნაწილების დეფიციტის გამო, რუსული ავტომწარმოებელი Avtovaz-ი აცხადებს, რომ 21-25 მარტს ტოლიატსა და იჟევსკში მდებარე ქარხნებში წარმოებას ნაწილობრივ აჩერებს. 

Avtovaz-ი, რომელსაც ფრანგული ავტომწარმოებელი Renault აკონტროლებს, ნაწილების დეფიციტის გამო, მიმდინარე თვეში მუშაობას პერიოდულად აჩერებს. 

Renault იჟევსკში ადგილობრივი ბაზრისთვის, LADA-სთან ერთად, ორ მოდელს - Logan-სა და Sandero-ს უშვებს. 

ფრანგულმა ავტომობილების მწარმოებელმა რუსეთში საკუთარ ავტოშემკრებ ქარხანაში გარკვეული ოპერაციები გასულ თვეს, ლოჯისტიკური შეფერხების გამო, შეაჩერა

Renault, რომელიც ორწლიანი ზარალის შემდეგ მოგებაზე გასულ წელს გავიდა, იმ დასავლურ კომპანიებს შორისაა, რომლებიც ყველაზე მეტად ექვემდებარებიან რუსეთს. Citibank-ის მონაცემებით, ის ძირითადი შემოსავლის 8%-ს რუსეთისგან იღებს.