LIVE

Renault-მა რუსეთში წარმოება განაახლა

22 მარ 202214:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 1115
Renault-მა რუსეთში წარმოება განაახლა

ფრანგულმა ავტომწარმოებელმა Renault-მა მოსკოვის ქარხანაში წარმოება განაახლა.

Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ Renault-ის გადაწყვეტილებას წარმოების განახლების შესახებ საფრანგეთის მთავრობის მხარდაჭერა აქვს, რომელიც კომპანიის ერთ-ერთი მთავარი აქციონერია.

Renault-მა მოსკოვში მუშაობა თებერვლის ბოლოს შეაჩერა და ეს გადაწყვეტილება მაშინ „არსებული ლოგისტიკური მარშრუტების იძულებითი ცვლილებით“ ახსნა.

როგორც Reuters-ი წერს, Renault-ი ფლობს საკონტროლო წილს ავტომწარმოებელ AvtoVAZ-ში (დაახლოებით 40000 თანამშრომელი), ხოლო მოსკოვის ქარხანაში Renault აწყობს Duster-ს, Arkana-ს და Kaptur-ს ქროსოვერებს, ასევე Nissan Terrano SUV-ს რუსეთისთვის.