რუსეთის მთავრობა ახლოსაა იმ უცხოური კომპანიების ხელში ჩაგდებასთან და ნაციონალიზაციასთანაც კი, რომლებიც ბაზარს უკრაინაში შეჭრის გამო ტოვებენ.
Ikea-დან McDonald’s-მდე კომპანიების გასვლის პირველ აშკარა პასუხში, ეკონომიკის სამინისტრომ ჩამოაყალიბა დროებითი კონტროლის ახალი პოლიტიკა კომპანიებზე, რომლებშიც უცხოური კაპიტალის წილი 25%-ს აღემატება.
წინადადებების თანახმად, მოსკოვის სასამართლო განიხილავს საბჭოს წევრებისა და სხვა პირების შუამდგომლობას გარე მენეჯერების ჩართვის შესახებ. შემდეგ სასამართლოს შეუძლია გაყინოს უცხოელების საკუთრებაში არსებული კომპანიების წილები, როგორც ქონების და თანამშრომლების შენარჩუნების მცდელობის ნაწილი.
უცხოური კომპანიების მენეჯმენტში შესაძლოა სახელმწიფო განვითარების ბანკი VEB.RF შევიდეს. მფლობელებს ექნებათ ხუთი დღე, რათა განაახლონ ოპერაციები ან გადადგან სხვა ნაბიჯები, როგორიცაა წილის გაყიდვა.
“მთავრობა უკვე მუშაობს ზომებზე, რომლებიც მოიცავს გაკოტრებას და ქონების ნაციონალიზაციას იმ უცხოური კომპანიებისთვის, რომლებიც ბაზარს ტოვებენ:,-ეს განცხადება რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმა სოციალურ ქსელ VKontakte-ში გააკეთა.
რუსეთიდან გასული გლობალური ბრენდების სია დღითიდღე იზრდება.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატია