LIVE

Fitch-მა რუსეთს რეიტინგი კიდევ შეუმცირა და "გარდაუვალ" დეფოლტზე მიუთითებს

09 მარ 202211:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 5207
Fitch-მა რუსეთს რეიტინგი კიდევ შეუმცირა და "გარდაუვალ" დეფოლტზე მიუთითებს

სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა რუსეთს საკრედიტო რეიტინგი მეორე ყველაზე დაბალ დონემდე შეამცირა და აღნიშნავს, რომ დეფოლტი "გარდაუვალია" უკრაინაში შეჭრის შემდეგ ქვეყნის ფინანსური იზოლაციის გამო.

კერძოდ, რუსეთის რეიტინგი B-დან C-მდე შემცირდა, რაც ასახავს Fitch-ის შეხედულებას, რომ რუსეთის სუვერენული დეფოლტის გამოცხადება გარდაუვალია.

უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ დასავლეთის სანქციების ფონზე, რუსეთი უკვე გახდა მსოფლიოს ყველაზე სანქცირებული ქვეყანა. Morgan Stanley რუსეთის დეფოლტს 15 აპრილისთვის ელის.

ამასთან, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P-მა 50-ზე მეტი რუსული კომპანიის საკრედიტო რეიტინგი შეამცირა, როგორც ადგილობრივ ასევე უცხოურ ვალუტაში. რეიტინგის დაქვეითება შეეხო ისეთ კომპანიებს, როგორიცაა "გაზპრომი", "როსნეფტი", "რუსეთის რკინიგზა", MTS, „ალროსა“ და „X5 ჯგუფი“. როგორც  S&P-მა განმარტა, ფაქტი რუსეთის რეიტინგის "CCC-"მდე დაქვეითებით არის განპირობებული.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია