LIVE

რუსეთი მსოფლიოს ყველაზე სანქცირებული ქვეყანა გახდა

08 მარ 202210:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 1985
რუსეთი მსოფლიოს ყველაზე სანქცირებული ქვეყანა გახდა

რუსეთმა ყველაზე სანქცირებული ქვეყნების სიაში ჩრდილოეთ კორეას და ირანს გაუსწრო და მსოფლიოს ყველაზე სანქცირებული ქვეყანა გახდა. ქვეყანამ ეს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის უკრაინაში შეჭრიდან სულ რაღაც 10 დღის განმავლობაში მოახერხა.

Castellum.ai-ს მიხედვით, რომელიც სანქციების გლობალური დამკვირვებელია, 22 თებერვლიდან რუსეთი 2 778 ახალი სანქციის სამიზნე გახდა, რაც ქვეყნის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ჯამს 5 530-მდე ზრდის. ქვეყანამ აჯობა ირანს, რომელმაც 10 წლის განმავლობაში 3 616 სანქცია დააგროვა, ძირითადად მისი ბირთვული პროგრამისა და ტერორიზმის მხარდაჭერის გამო.

რუსეთისა და ირანის შემდეგ ყველაზე სანქცირებული ქვეყნების სიაში შედის სირია, ჩრდილოეთ კორეა, ვენესუელა, მიანმარი და კუბა. ჯარიმები მოიცავს სასჯელს ინდივიდებისა და კომპანიების მიმართ, ასევე იახტებისა და თვითმფრინავების შეზღუდვას.

უკრაინაში შეჭრამდე აშშ-ის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები 2016 წლის არჩევნებში ჩარევას და რუსეთში და მის ფარგლებს გარეთ პოლიტიკურ დისიდენტებზე თავდასხმას უკავშირდებოდა.

Castellum.ai-ს მიხედვით, 22 თებერვლიდან რუსეთის წინააღმდეგ სანქციების უმეტესი ნაწილი ფიზიკური პირების მიმართ დაწესდა და ამჟამად 2 427-ს შეადგენს. ეს შედარებით 343 სანქციასთან, რომელიც ორგანიზაციების მიმართ დაწესდა, სადაც კომპანიები ან სამთავრობო უწყებები შედიან.

რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებში შვეიცარია ლიდერობს 568 სანქციით, ევროკავშირის 518 და საფრანგეთის 512 სანქციასთან შედარებით. შეერთებულმა შტატებმა რუსეთის წინააღმდეგ სულ 243 სანქცია დააწესა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ნიკ ვედამსი