LIVE

Morgan Stanley რუსეთის დეფოლტს 15 აპრილისთვის ელის

08 მარ 202217:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 706
Morgan Stanley რუსეთის დეფოლტს 15 აპრილისთვის ელის

Morgan Stanley-ის თანახმად, რუსეთის მიერ საგარეო ვალის გადახდის შანსები მცირდება. ქვეყანაში რეცესია ფიქსირდება, ობლიგაციების ფასები ეცემა და ამასთან გადახდის სხვადასხვა შეზღუდვებიც გროვდება.

Morgan Stanley-ის ვარაუდით, დეფოლტი შესაძლოა 15 აპრილისთვის გამოცხადდეს, რაც დაასრულებს 30-დღიან საშეღავათო პერიოდს კუპონის გადახდებზე.

Bloomberg-ის მიერ შეგროვებული მონაცემებით, ინვესტორები რუსულ ობლიგაციებს 29 ცენტად აფასებენ, რაც ისტორიული მინიმუმია.

მიუხედავად იმისა, რომ სუვერენული ვალის ერთნიშნა ციფრამდე ვარდნა იშვიათად ხდება, Morgan Stanley-ის თქმით, რუსული ობლიგაციები შესაძლოა ამ ნიშნულს მიუახლოვდეს. ქვეყნის ვალის ასეთი ვარდნის ბოლოდროინდელი მაგალითები ვენესუელა და ლიბანია.

JPMorgan-მა ორშაბათს ასევე განაცხადა, რომ რუსულ ობლიგაციებს მისი ინდექსებიდან ამოიღებს, რაც კიდევ უფრო მეტად მოახდენს ქვეყნის აქტივებს გლობალური ინვესტორებისგან იზოლაციას. ვენესუელას დოლარის ობლიგაციები 2019 წელს სანქციების შემდეგ ასევე ამოიღეს ბანკის საორიენტაციო ინდექსებიდან.

Bloomberg-ის მონაცემებით, რუსეთის სუვერენულმა ვალმა ინვესტორებს მიმდინარე წლის დასაწყისიდან საშუალოდ 81%-იანი ზარალი მიაყენა. 2022 წელს უარესი შედეგი მხოლოდ ბელარუსის დოლარის სახელმწიფო ვალს ჰქონდა 93%-იანი ზარალით.

ამასთან, S&P-ი ვარაუდობს, რომ ბელარუსი დეფოლტს მომდევნო 12 თვის განმავლობაში გამოაცხადებს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: მარია ელენა ვიზკაინო