
რუსეთის VTB ბანკი მძიმე სანქციების შემდეგ ევროპული ოპერაციების შესაჩერებლად ემზადება. ამის შესახებ Financial Times-ი წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.
"ჩვენ ვცდილობთ ეს რაც შეიძლება სწრაფად გავაკეთოთ, მაგრამ ევროპაში ოპერაციები ბევრად უფრო რთულია, ვიდრე დიდ ბრიტანეთში. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მომხმარებლებს ფული დავუბრუნოთ",- აცხადებს პირი, რომელიც FT-ის ცნობით პროცესში მონაწილეობს.
Sberbank-მა, რუსეთის უმსხვილესმა კრედიტორმა, გასულ კვირას გადაწყვიტა ევროპული ბაზრიდან გასვლა. Sberbank-ი და VTB ერთად რუსეთის საბანკო ბაზრის ნახევარზე მეტს იკავებენ.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატია